კარტოფილის ბურთულები ყველის შიგთავსით ზეთში შეწვის გარეშე - ნაკლები კალორია, მეტი სიამოვნება


ინგრედიენტები


  • კარტოფილი - 500 გ

  • კვერცხი - 2 ც (საშუალო ზომის)

  • მწვანე ხახვი - გემოვნებით

  • ყველი - 80-90 გ

  • საფანელი - 50 გ

  • სუნელები და მარილი - გემოვნებით


მომზადების წესები

მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ 1 კვერცხი, მწვანე ხახვი, მარილი და სასურველი სანელებლები გემოვნებით. კარგად დაწყლიტეთ (როგორც პიურეს აკეთებთ).

საფანელს შეურიეთ ნივრის ფხვნილი და პაპრიკა.

1 კვერცხი ათქვიფეთ შავ პილპილთან ერთად.

ყველი დაჭერით პატარა კუბებად.

გააკეთეთ პიურესგან ბურთულები (ხელზე რომ არ მოგეწებოთ, ხელები ცივი წყლით დაისველეთ). შუაში ყველი ჩაუდეთ. ბურთულები ჯერ კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ - საფანელში და გამოსაცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ.

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით.

გემრიელად მიირთვით!


რა დაჯდება კერძი

  • კარტოფილი - 500 გ

  • კვერცხი - 2 ც (საშუალო ზომის)

  • მწვანე ხახვი - გემოვნებით

  • ყველი - 80-90 გ

  • საფანელი - 50 გ

  • სუნელები და მარილი - გემოვნებით


პოსტი მომზადებული და გადმოტანილია საიტიდან www.gemrielia.ge

25 views0 comments
ტელ : 577 00 53 21
  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
ელ ფოსტა : sales.gastronom@gmail.com