ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შაქრიან დიაბეტის, რევმატიზმის, თირკმლების დაავადებების, პანკრეასის და სხვა დაავადებების დროს.

დიეტურ კვებას, რომელშიც ლობიოა ჩართული, იყენებენ თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების მკურნალობისას, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. სასარგებლოა ლობიოს მიღება ქრონიკული რევმატოიდული ართრიტებისა და პოდაგრას დროს. ლობიოს პარკები მდიდარია არგინინით, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ნივთიერებათა ცვლაზე ინსულინის მსგავს გავლენას ახდენს.

 

 

-0:02




ლობიოს პარკის ნახარშს იყენებენ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ლობიოს პარკის ექსტრაქტი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს. იგი ინიშნება 10-15 წვეთი დღეში 3-ჯერ. კარგად მოქმედებს ასევე ლობიოს პარკის ნახარში: 100 გრამ პარკს დავასხამთ 1 ლ. წყალს და ვადუღებთ 500 მლ-მდე ჩამოსვლამდე. მიღებული ნახარში უნდა დაილიოს მთელი დღის მანძილზე. თუმცა ამგვარი მეთოდით მკურნალობა შეიძლება მხოლოდ მსუბუქად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს, ხანშიშესულ ასაკში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე აუცილებელ პირობად ითვლება დიაბეტისთვის ჩვეულ დიეტაზე ყოფნა.

 




ლობიოს კერძები (განსაუთრებით პიურეს ფორმით) სასარგებლოა ათეროსკლეროზის, გულის მოქმედების რიტმის დარღვევისა და გასტრიტის დროს. ლობიოს გააჩნია გამწმენდი და შარდმდენი თვისება. შარდმდენ ეფექტს ახდენს, ძირითადად მწვანე ლობიოს პარკი. ლობიო, განსაკუთრებით თეთრი ჯიშები, დიდხანს გადამუშავდება და ქმნის სქელ მასას, არბილებს სარძევე ჯირკვლებსა და ფილტვებს.

 




ლობიოს კარგი დიეტური თვისებების გააჩნია, რის გამოც გამოიყენება დიეტურ კვებაში კუჭ-ნაწლავის, თირკმლის, ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს და გულის უკმარისობისას. აღნიშნულ პროდუქტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედებაც და მისი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე.

ითვლება, რომ ლობიო ასევე ძალიან სასარგებლოა კბილებისთვისაც. ლობიოს რეგულარული მოხმარება ხელს უშლის კბილბზე ნადების წარმოქმნას, რაც აიხსნება ამ პროდუქტის ანტიბაქტერიული მოქმედებით.

ლობიოს კერძები სასარგებლოა ტუბერკულოზის დროსაც.

ლობიო მინდვრის ბათუმელა (ქართ)

6,00GELPrice
  • შეკვეთებს მოგართმევთ შეკვეთიდან მეორე დღეს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, სასურველ დროს. 

    30 ლარზე ნაკლები ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში  ტრანსპორტირების ღიებულებას დაემატება 3 ლარი

    სამუშაო საათები ორშაბათიდან შაქბათის ჩათვლით შაბათ დღეს შეკვეთილი პროდუქტს მოგართმევთ ორშაბათ დღეს

ტელ : 577 00 53 21
  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
ელ ფოსტა : sales.gastronom@gmail.com