პიტნის ზეთი
პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით. სასარგებლოა პიტნის ზეთის (სპირტხსნარი, თანაფარდობით 1:4) კანში შეზელა ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაცია რესპირატორული დაავადებების დროს. მას ფართოდ იყენებენ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ პარფიუმერია-კოსმეტიკაში, ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენის საშუალებების, საკონდიტრო წარმოებაში. თავად პიტნას ფართო გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში როგორც სანელებელს.

პიტნის ნაყენი
პიტნის ფოთლების ნაყენი გემრიელი და ამავე დროს მეტად სასარგებლო სასმელია. თუ ყოველდღიურად ყლუპ-ყლუპად დალევთ 250 მლ-ს, 10-12 დღეში მოგიწესრიგდებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქცია, გაგივლით მეტეორიზმი. ნევროზით დაავადებულთათვის პიტნის აბაზანებია რეკომენდებული. როგორც დამაწყნარებელი საშუალება, ის შეიძლება სხვა მცენარეებთან ერთადაც გამოვიყენოთ.

პიტნა 50 გრ (ქართ)

0,40GELPrice
  • შეკვეთებს მოგართმევთ შეკვეთიდან მეორე დღეს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, სასურველ დროს. 

    30 ლარზე ნაკლები ღირებულების შეკვეთის შემთხვევაში  ტრანსპორტირების ღიებულებას დაემატება 3 ლარი

    სამუშაო საათები ორშაბათიდან შაქბათის ჩათვლით შაბათ დღეს შეკვეთილი პროდუქტს მოგართმევთ ორშაბათ დღეს

ტელ : 577 00 53 21
  • Facebook
  • Twitter
  • YouTube
  • Instagram
ელ ფოსტა : sales.gastronom@gmail.com